IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

New pages – ახალი გვერდები

Posted by iberiana2 on ოქტომბერი 18, 2020

შენიშვნა: ახალი გვერდები  ემატება თავში.

Posted in Iberiana, New pages | Leave a Comment »

ანა მიქაუტაძე – არ მივცეთ უფლება არავის, რომ მოგვისპოს მთელი ეკოსისტემა

Posted by iberiana2 on აგვისტო 13, 2020

ანა მიქაუტაძე – არ მივცეთ უფლება არავის, რომ ამოწუროს ჩვენი ბუნებრივი რესურსების მარაგი და მოგვისპოს მთელი ეკოსისტემა

11760284_10203450992630080_8446001392781503649_n

საქართველომ ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაადგა მდგრადი განვითარების კურსს. თუ რას გულისხმობს მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზეც წერია. (ეწერა და იმედია, არ წაშლიდნენ).

მდგრადი ეკონომიკური განვითარების აუცილებლობამდე ევროპული ქვეყნების გონიერი ლიდერები მივიდნენ მას შემდეგ, რაც ცხადად დაინახეს, რომ ზოგიერთი ტიპის წარმოებას შეუძლია სულ რამდენიმე წელიწადში შეცვალოს ასეულ ათასობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკოსისტემა და კლიმატი. ეს კი შეუქცევადი პროცესების განვითარების დაწყებას იწვევს. ეკოსისტემის ასეთი დეგრადირება კი უარყოფით გავლენას ახდენს მთელ ცოცხალ სისტემაზე და, მათ შორის, ადამიანზეც. ფართომასშტაბიანი სამთომოპოვებითი სამუშაოების შედეგად ისპობა გარემო და ამავე დროს ბუნებრივი რესურსების სრულად ამოღება ხდება. რა სარგებლობა მოაქვს ამას საქართველოსთვის? დასაქმებულია 3000 ადამიანი, ბიუჯეტში შედის თანხები, RMG საქველმოქმედო პიარ-აქციებს ატარებს მუნიციპალიტეტში, თანხებს რიცხავს ეკლესიების რესტავრაციისთვის, სოლიდურად აფინანსებს სახელისუფლებო პარტიას. მაგრამ რამდენიმე წლის მერე ამოიწურება მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის ქერქში დაგროვილი ბუნებრივი რესურსების მარაგი! RMG დახურავს წარმოებას, უმუშევარი დარჩება იქ იმ დროისთვის დასაქმებული ყველა დასაქმებული, რეკულტივაციასაც აღარ გააკეთებს. წავა და დაგვიტოვებს უზარმაზარ კარიერულ კრატერებს, ფუჭი ქანების სანაყაროებს, განადგურებულ მწვანე საფარს. გაიხსენეთ, რა ფართობისაა RMG-ის სალიცენზიო ტერიტორია ჯამში საქართველოს მასშტაბით?- ეს უზარმაზარი ფართობი გადაიქცევა უნაყოფო მკვდარ ტერიტორიად. და ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში უკვე აშკარააა სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტის დეფიციტი.

მოვა დრო საქართველოში, როცა პურს ოქროს ფასი დაედება. ამაზე ვიფიქროთ, 10-20 წლით წინ გავიხედოთ, თქვენ – დღევანდელი ხელისუფლება ხართ პასუხისმგებელი არა მარტო დღევანდელ მდგომარეობაზე, არამედ თქვენ მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე, რაც მომავალში ნათლად გამოჩნდება!

რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს მხოლოდ გორის რაიონში გავლებულ მავთულხლართებთან კი არ უნდა დააფიქსიროთ. RMG-ც იმ ოკუპანტი რუსეთის კომპანიაა, რომელიც ოკუპანტი რუსების დირექტივებით მუშაობს, მიაქვს ჩვენი ბუნებრივი წიაღისეულის მილიონობით წლის განმავლობაში წარმოქმნილი მარაგები და აკოტრებს საქართველოს!

ჩემი პოზიცია მკვეთრია – არ მივცეთ უფლება არავის, რომ ამოწუროს ჩვენი ბუნებრივი რესურსების მარაგი და მოგვისპოს მთელი ეკოსისტემა.

ამჟამად კომპანია RMG ემზადება ხრამის ხეობაში ე.წ. “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე არსებული საბადოს ათვისებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის, ხულუტის ციხისა და ფიტარეთის მონასტრის სტუმრებს ხრამის ხეობის ლამაზი სურათის ნაცვლად ღია კარიერების ხილვა მოუწევთ, სოფელ ტანძიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაპირებულ სამუშაოსთან ერთად მძიმე ლითონებით დაბინძურებულ ჰაერსა და ნიადაგებს მიიღებს, საყდრისის ბედს გაიზიარებს ამ ტერიტორიაზე არსებული შეუსწავლელი არქეოლოგიური ძეგლები.

მე კარგად მახსოვს, საყდრისის კომიტეტი ხელისუფლების წინაშე აყენებდა კიდევ ორ მოთხოვნას: დათვლილიყო ბოლოსდაბოლოს იმ ზიანის რაოდენობა, რაც 2016 წლის ზედამხედველობის ინსპექტირების აქტების მიხედვით RMG-მ მიაყენა გარემოს და ჩატარებულიყო ეპიდემიოლოგიური კვლევა. (აქვე აღვნიშნავ, რომ ქვემო ქართლში ეპიდკვლევა 2000 წელს უკვე ჩატარდა რომელმაც დაადასტურა, რომ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ღია კარიერული მეთოდები მეტად მავნე გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ეს ნახსენებია “მწვანე ალტერნატივის” ერთ-ერთ სახელმძღვანელოშიც).

ანა მიქაუტაძე  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი 13.08.2020  

Posted in Uncategorized | Leave a Comment »

ქართველების ტრიუმფი ლა სკალას სცენაზე. 1967

Posted by iberiana2 on ივლისი 2, 2020

 

ქართველების ტრიუმფი ლა სკალას სცენაზე 1967 წ

The triumph of Georgians on the stage of La Scala in 1967

Posted in Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Georgian folk dances – Erisioni

Posted by iberiana2 on ნოემბერი 10, 2019

Georgian folk dances – Erisioni

ქართული ფოლკლორული ცეკვები – ერისიონი

Posted in Uncategorized | Tagged: , , , | Leave a Comment »

Sukhishvili – Georgian national ballet in Plovdiv

Posted by iberiana2 on ნოემბერი 10, 2019

 Sukhishvili – Georgian national ballet in Plovdiv
სუხიშვილი – საქართველოს ნაციონალური ბალეტი პლოვდივში

Posted in Uncategorized | Tagged: , , | Leave a Comment »

2016 წლის 2 თებერვლის აქცია და შეხვედრა

Posted by iberiana2 on თებერვალი 2, 2016

2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

This slideshow requires JavaScript.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-2/#3

Posted in Uncategorized | Leave a Comment »

ეძღვნება მერაბ კოსტავას

Posted by iberiana2 on მაისი 26, 2012

ეძღვნება მერაბ კოსტავას ხსოვნას

1989 წ. საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მოღვაწეობის ამსახველი კადრები მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ეროვნული მოძრაობა დაობლდა

Posted in ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | 6 Comments »

აირჩიე ქართველო ერო! 26 მაისი 1990

Posted by iberiana2 on მაისი 26, 2012

ზვიად გამსახურდია: აირჩიე ქართველო ერო

(1990 წლის 26 მაისი)

ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით, მოვიდა მეოცე საუკუნემდე და მის წინაშე დადგა არჩევანი _ აი, ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტების, დიდი დემოკრატებისა და ჰა, მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთოებისა, ბარაბასი.

და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. 

აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!

აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!

 და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

ზ.გამსახურდიას სიტყვა 14.11.1990

Posted by iberiana2 on დეკემბერი 17, 2011

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, Gamsakhurdia | 1 Comment »

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი

Posted by iberiana2 on დეკემბერი 5, 2011

Posted in Gamsakhurdia, Georgia | Leave a Comment »